fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაძლოა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ

16:26 ივნისი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაძლოა, როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ

საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, თუ გადაცემული უძრავი ქონება საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.

აღნიშნულს “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინს, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: შალვა პაპუაშვილმა, გიორგი ამილახვარმა, თამარ ტალიაშვილმა და მარიამ ლაშხმა მოამზადეს.

ინიციატორთა განმარტებით, საგადასახადო შეღავათი არამხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშუალებას მისცემს მათ აღნიშნული თანხა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და იმ გამოწვევებზე ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გატარებაში გამოიყენოს, რომელიც დღესდღეისობით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში წარმოიშვა.

კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება დაახლოებით 11.9 მლნ ლარით. ხოლო წლიური გავლენა იქნება 2.97 მლნ ლარი. ინიციატორთა ინფორმაციით, დაშვება გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავი ქონებაზე 2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად, რაც თავის მხრივ ცალკეული უნივერსიტეტების ნაწილში შეადგენს:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 640 797 ლარი;

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 655 365 ლარი;

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 252 615 ლარი;

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 55 650 ლარი;

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 28 365 ლარი;

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 332 761 ლარი;

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 203 856 ლარი;

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 18 702 ლარი;

სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 13 676 ლარი;

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 10 659 ლარი;

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 353 673 ლარი;

სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 354 976 ლარი;

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 14 341 ლარი;

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 32 700 ლარი;

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 952 ლარი;

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისათვის 7 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

თეგები: გადასახადებიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

გიორგი ვაშაძე საშემოსავლო გადასახადების გადავადებას ითხოვს

მაისი 30, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია