კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ექთნის შესახებ განაცხადა, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა.
„ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა ანამნეზის მიხედვით გამოწვეულია, სავარაუდოდ, ანაფლიქსაციური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში არ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გულის გაჩერებით დასრულეს“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.











