fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახლის დაცვა თანამედროვე საკეტის მექანიზმების დახმარებით

14:23 მაისი 24, 2022
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

„ტრადიციული“ და „თანამედროვე“ საკეტები

ტექნოლოგიურმა განვითარებამ სახლის უსაფრთხოების სისტემებიც დახვეწა. თუმცა, სიგნალიზაციისა და კამერების დაყენებამდე, პრიორიტეტული ყველაზე მარტივი – კარის სათანადო საკეტის არჩევაა.

ტრადიციული საკეტის მექანიზმი გასაღების ჩასმისა და „დაკბილული“ კიდეების სწორი მიმართულებით მობრუნებას გულისხმობს. თანამედროვე საკეტის ამოქმედება კი გასაღების შეხების გარეშეც არის შესაძლებელი.

ელექტრო საკეტები შეიძლება რამდენიმე გზით გააქტიურდეს. მაგალითად, სასტუმროებში ხშირად გვინახავს ბარათი, რომელიც აღებს კონკრეტული ოთახის კარს. ელექტრო საკეტიანი კარის გასაღებად დისტანციურ მართვის სენსორს ან პინ-კოდსაც იყენებენ.

საკეტების დადებითი და უარყოფითი მხარეები

კარის საკეტების არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე, ტრადიციულ და ელექტრონულ, მექანიზმს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გასაღებს, ბარათებსა და კარის პულტებს ადამიანები ხშირად კარგავენ. ასევე მარტივად ავიწყდებათ საკეტის კოდი. ამასთან, თანამედროვე საკეტი პრობლემური ხდება მაშინ, როცა ელექტროენერგია ჩაიჭრება. ამ დროს კარი შეიძლება ღია ან ჩაკეტილი დარჩეს.

თუ კარი ჩაიკეტა, გასაღები დაიკარგა ან პულტი აღარ მუშაობს, ყველაზე კარგი გამოსავალი კოდის გამოყენება იქნებოდა. დავიწყების შემთხვევაშიც კი, პინის შეცვლა მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი, მაშინ, როცა გასაღებისა და ბარათის თავიდან დამზადებას მეტი დრო მიაქვს. ამიტომ, ზოგჯერ შესაძლოა გადავაწყდეთ კარს, რომლის გაღებაც არა მხოლოდ გასაღებით ან პაროლით, არამედ ორივე, ელექტრონული და ტრადიციული,  მექანიზმის კომბინაციით არის შესაძლებელი. მაგალითად, ზოგჯერ მეტი უსაფრთხოებისთვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის არიდებისთვის, ელექტრო საკეტებთან ერთად, სათადარიგო გასაღებიც აქვთ.

საკეტის მოდერნიზების შესაძლებლობები

თუ ფიქრობთ, რომ „დაკბილული“ საკეტის მაგივრად, ან მასთან ერთად, დროა გამოიყენოთ ელექტრო საკეტი, რამდენიმე შესაძლებლობას შემოგთავაზებთ:

  • ქართულ ბაზარზე ყველაზე ეკონომიური არის ელექტრო-მაგნიტური საკეტი. მაგნიტური მოწყობილობა ელექტრომაგნიტისა და არმატურის ფირფიტებისგან კეთდება და უსაფრთხოების ორ შესაძლებლობას გვთავაზობს: თუ ელექტროენერგია არ მიეწოდება, მაგნიტური საკეტი ავტომატურად იკეტება ან პირიქით, მაშინვე იღება.
  • ასევე ხელმისაწვდომია საკეტები, რომელიც ერგება ხის, მინის, მეტალის და პლასტმასის კარებსაც. ამ მექანიზმის გაღება სწორედ ელექტრონული და ფიზიკური გასაღების კომბინაციით არის შესაძლებელი. ფასი 120 ლარიდან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კარის საკეტის დასაყენებლად საჭიროა ძველი საკეტი ამოიღოთ და ახალი მოდელით ჩაანაცვლოთ. ამისთვის შესაძლოა ზეინკალი დაგჭირდეთ ან საკეტი, ინსტრუქციის მიხედვით, თავად შეცვალოთ. კარის საკეტის სწორი კონფიგურაცია იცავს შესასვლელებს და უზრუნველყოფს, რომ სახლი ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მისი მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ უცხოებისთვის – ჩაკეტილი. კარის საკეტები მოიცავს მექანიზმებს კარის სახელურებისთვის, სამაგრებისთვის და ასევე შეიძლება გვთავაზობდეს ფუნქციებს, როგორიცაა გასაღების გარეშე შესვლა, Wi-Fi კავშირი ან სენსორულად მართვის მოწყობილობები.

უსაფრთხოების პროფესიონალები გირჩევენ, რომ უბრალო, ტრადიციულ, „დაკბილულ-პირიან“ გასაღებს არ დასჯერდეთ და უსაფრთხოებისთვის უფრო თანამედროვე ზომებს მიმართოთ.

 

 

თეგები: საკეტი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია