შსს-მ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, სახლში შეჭრისა და ძვირფასეულობის გატაცების ბრალდებით, 24 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავა.
ბრალის წარდგენამდე დაკავებული თელავში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, ადგილობრივი მცხოვრების, ლამია ილიაზოვას საცხოვრებელ სახლში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა გაიტაცა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.











