ყაჩაღობის ფაქტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. გვიან ღამით, ადგილობრივი მცხოვრების, ლამია ილიაზოვას საცხოვრებელ სახლში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა გაიტაცა.
სამართალდამცველებმა უცნობი მამაკაცის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს და მის დასაკავებლად, სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











