fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელები არ დააკმაყოფილა

17:51 ივლისი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
839
ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალახო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს შეეხებოდა არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და არ გააუქმა ის ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად.

საკონსტიტუციო სამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების გამჭირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა ყველა არგუმენტი, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურობას. ჩვენი პოზიცია გამყარებული იყო ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნებით. მოპასუხე მხარეს სამწუხაროდ არ წარმოუდგენია რაიმე ჯეროვანი იურიდიული არგუმენტები, რომლებიც ნორმის კონსტიტუციურობაში დაარწმუნებდა პროცესზე ობიექტურ დამკვირვებელს.

გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 8 მოსამართლის შემადგენლობით. მოსამართლეთა ხმები გაიყო თანაბრად. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი იყო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს, გაუმჭვირვალე პროცედურით სწორედ იმ მოსამართლეთა მიერ შეირჩა, რომლებიც სადავო ნორმების საფუძველზე გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში. ეს ფაქტორი განსაკუთრებით იმსახურებს ხაზგასმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას და აჩენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების მოტივაციასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა შერჩევის წესი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები გაკრიტიკებული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის და პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მიერ.

საქართველოს სახალხო დამცველი ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა შესაძლო სამართლებრივი ფორმით განაგრძობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

თეგები: საკონსტიტუციო სასამართლოსახალხო დამცველი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სახეზეა უფრო საშიში გართულების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს – ომბუდსმენი

ნოემბერი 19, 2021
927
პოლიტიკა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

ნოემბერი 16, 2021
821
მთავარი ამბავი

ომბუდსმენი – სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა

ნოემბერი 6, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია