fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებები სრულად

14:43 აგვისტო 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და მოქმედი რეგულაციების აღსრულების პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ადგილი აქვს ისეთი აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვას, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის წვეულება, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი უწყებები მკაცრ რეაგირებას მოახდენენ. აღინიშნა, რომ კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის მიუხედავად, ვითარება იმართება. გრძელდება კლინიკური სასტუმროების დამატებით მობილიზების პროცესი. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მუდმივად გაკონტროლდეს კლინიკური სასტუმროების ჟანგბადითა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხი.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადეს და სოციალური დისტანციის დაცვას, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭო აკვირდება რეგულაციების დაცვის მაჩვენებელს და ვითარების ანალიზის საფუძველზე, გამორიცხული არ არის, ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.

სხდომაზე განიხილეს იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა. ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპითაც არის შესაძლებელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც ადგილობრივად, ხელს შეუწყობენ აცრების პროცესის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 436 573 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 393 453 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 986 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 49 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 443 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 219 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისაკოორდინაციო საბჭო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია