ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გაუჭირდებათ.
„ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას”, – განაცხადა სამადაშვილმა.











