სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ის განცხადებით პარტიას დღეს მიმართავს.
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი ნაბიჯები გადადგას. 2016 წელსაც აზრთა სხვადასხვაობა იყო პარტიაში და შემდეგ, როდესაც პარტიას „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ საპარლამენტო საქმიანობა იყო. დღეს ოფიციალურად მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას დავტოვებ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.











