სალომე სამადაშვილის თქმით, მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველზე, „დღის ამბებში“ თქვა.
„ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ უკვე მიღებული ექნება პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მე უკვე დავტოვე პარტია“, – თქვა სამადაშვილმა.











