საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას twiter-ზე გამოეხმაურა.
„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი (რეისი – FR4978) ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, რომელიც ბელორუსიაში იძილებით დასვეს.
ბორტზე 171 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, ონლაინ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი იყო.
სამართალდამცავებმა რომან პროტასევიჩი დააკავეს.











