პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სალომე ზურაბიშვილი საიდუმლო ვიზიტით დღეს მინსკში იმყოფებოდა.
„პრეზიდენტი დღეს თბილისიდან არ გასულა, შესაბამისად სიცრუეა თითქოს ის ბელარუსის დედაქალაქში იმყოფებოდა. აქვე შეგვიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია მის სახელზე განპირობებული რაიმე კონკრეტული თვითმფრინავი“, – განუმარტეს „პრაიმტაიმს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.











