საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულ ემანუელ მაკრონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უხილავი მტერი ვერ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებასა და პანდემიის დასაძლევად სოლიდარობის გაღრმავებაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
.@EmmanuelMacron, je vous souhaite un prompt rétablissement et suis persuadée que cet ennemi invisible ne saura nous empêcher de poursuivre et renforcer les liens entre nos deux pays et approfondir la solidarité pour vaincre la pandémie.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 17, 2020











