საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარაძიუდოისტ ინა ქალდანს ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.
„კიდევ ერთი ვერცხლის გოგო! საქართველოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ ისტორიაში, ინა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ზაფხულის თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია.











