ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ. ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
გიტანას ნაუსედა დღესვე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.











