მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოვთქვამ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ს სამხედროების დაღუპვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
„ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც ევაკუაციის პროცესს ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს“, – ნათქვამია მხარდამჭერ პოსტში.











