საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ა და საქართველოს სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებსაც გაეცნობა.
ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავასაც შეხვდება.
ანდჯეი დუდა საქართველოში 26 მაისს ეწვია.











