პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო.
ზურას გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა, კიდევ ერთი გამორჩეული ხმა გამოაკლდა ქართულ მრავალხმიანობას. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.











