საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების დღე მიულოცა.
„გულწრფელად ვულოცავ საფრანგეთს 14 ივლისის დღესასწაულს! ეს ეროვნული დღესასწაული შესაძლებლობას გვაძლევს გავიხსენოთ თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის პრინციპები, ის პრინციპები, რამაც ფრანგი ერი ძლიერი გახადა ქვეყანაში, ევროპასა და მსოფლიოში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
Mes sincères félicitations à la #RépubliqueFrançaise en ce jour du #14juillet! Cette fête nationale est l'occasion de rappeler les principes de liberté, égalité et fraternité, principes qui ont rendu la nation française plus forte chez elle, en Europe et dans le monde.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 14, 2020











