სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელესის განცხადებით, ქვეყანაში ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება სურთ.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივას კონგრესი აღიარებს, ცენტრალური ამერიკის ქვეყანა პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც ფორმალურად დაიწყებს ციფრული ვალუტის გამოყენებას.
სალვადორს ამჟამად ეროვნული ვალუტა არ აქვს და გადახდებისთვის ამერიკულ დოლარს იყენებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ბიტკოინის ვალუტად აღიარება მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ინიციატივა ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და დაეხმარება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას”, – განაცხადა ბუკელემ.
#Bitcoin has a market cap of $680 billion dollars.
If 1% of it is invested in El Salvador, that would increase our GDP by 25%.
On the other side, #Bitcoin will have 10 million potential new users and the fastest growing way to transfer 6 billion dollars a year in remittances.
— Nayib Bukele ?? (@nayibbukele) June 6, 2021








