fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველო აშშ-ის სამხედრო და ფინანსური დახმარების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა

20:30 ივნისი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა რიშმა შეიტანა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. ეს არის შესწორება იმ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც შეეხება 20-21 წელს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას. ამ დოკუმენტში საუბარია ვრცლად როგორც „გავრილოვის ღამეზე“, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს.

მისი განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, რომ 8 მარტის შეთანხმებით გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს.

„დღეს აშშ-ის სენატში, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა რიშმა შეიტანა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. ეს არის შესწორება იმ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც შეეხება 20-21 წელს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას. დოკუმენტის სათაური არის დემოკრატიის ხარისხის შეფასება საქართველოში.

სწორედ, დემოკრატიული პრინციპების გატარებაზეა დამოკიდებული აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობა და ფინანსური დახმარება ჩვენი ფონდისთვის.

ამ დოკუმენტში საუბარია ვრცლად როგორც „გავრილოვის ღამეზე“, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე. აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან და შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობით, რურუა უნდა გათავისუფლდეს.

საკანონმდებლო ინიციატივა მიესალმება გიგი უგულავასა და ირაკლი კობახიძის გათავისუფლებას. და ამბობს: იმისთვის, რომ პოზიტიურად შეფასდეს ქვეყანაში დემოკრატიის პერსპექტივა, მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების ზუსტი შესრულება და 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის დაცვა.

მე ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტგზავნილი ჩვენი მძლავრი სტრატეგიული მოკავშირისგან.

ისინი გვეუბნებიან, დღეს 8 მარტის შეთანხმების ჩავარდნა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან. ამიტომ მინდა ყველას ესმოდეს, ამ შეთანხმების შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც გზას გახსნის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ. ეს არ არის მხოლოდ ერთი პატიმრის და ერთი ოპოზიციური პარტიის საქმე.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ან თქვენ შეასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას, გაათავისუფლებთ გიორგი რურუას და მოგვცემთ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან თქვენ ღიად და აშკარად აცხადებთ, რომ მათ შორის სამხედრო სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-სთან აღარ არის თქვენთვის პრიორიტეტი. მაშინ ქართველი ხალხისთვის ნათელი გახდება, რა არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური არჩევანი. ამ დოკუმენტით ყველაფერს პასუხი გაეცა, ახლა „ქართული ოცნებისგან“ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ველოდებით“, – განაცხადა სამადაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

თეგები: რიშისალომე სამადაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი

დეკემბერი 30, 2021
779
პოლიტიკა

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდება, კალმები აეცალა მწერლებისგან, რატომ ერჩით “ლიტერას”? – სამადაშვილი წულუკიანს

დეკემბერი 3, 2021
808
პოლიტიკა

მომეჩვენა, რომ შარლ მიშელს აქვს განცდა, რომ არსებობს სივრცე ვითარების შესაცვლელად, სწორედ ამიტომ იყო თავშეკავებული – სამადაშვილი

ივლისი 30, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია