„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ერთ-ერთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ იმ ოპოზიციონერებს შორის, ვინც ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ვახშამს ესწრებოდა.
შეხვედრის შემდეგ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
„‘იიი, ვახშამზე იყავით’ რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით, მიშელის თანდასწრებით შეთანხმებულის. მერე?“ – წერს სალომე სამადაშვილი.











