“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის შეხედულებები რომ არ გაითვალისწინოს და ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე მიიღოს ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია, ეს დააღვევს შეთანხმების სულისკვეთებას”, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“უახლოეს მომავალში პარლამენტში გაიმართება მსჯელობა ამ პროექტებზე, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინოს როგორც ჩვენი, ასევე „ქართული ოცნების“ პოზიცია, ამის შემდეგ რას გადაწყვეტს პარლამენტის წევრების უმრავლესობა, ეს იქნება უკვე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღოთ მხოლოდ იმაზე, რაზეც შევთანხმდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით.
ვფიქრობ, ის, რომ ოპოზიციის შეხედულებები “ქართულმა ოცნებამ” არ გაითვალისწინოს და მიიღოს საკუთარი ვერსია კანონპროექტის ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე, დააღვევს იმ სულისკვეთებას, რაც ჩაიდო შეთანხმებაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.











