„სამართალდამცავი ორგანოები ყველა დამრღვევ პირს ადეკვატურ პასუხს გასცემენ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა.
“მიმდინარეობს გამოძიებები და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კანონდამრღვევს იმოქმედონ კანონის ფარგლებში და დაიცვან წესრიგი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარი.
შეგახსენებთ, ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











