სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის არჩევანის” წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დაატოვებინეს.
არასამთავრებო ორგანიზაციის წევრ თენგიზ სურმანიძის განცხადებით, მას სხდომა უსაფუძვლოდ დაატოვებინეს.
კანონთან შესაბამისობაში არაფერი არ ხდება სხდომაზე, კომისიის წევრები “ქართული ოცნების” სხდომაზე არიან და ბიძინა ივანიშვილს პატაკს აბარებენ.
არცერთი ოქმი და საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული. ვითხოვე სიტყვა, რეგლამენტში ჩავეტიე და ქალბატონ ციალა შავაძეს, რომელიც ოლქის თავმჯდომარეა, ჩემი შენიშვნა არ მოეწონა, რის გამოც სამართალდამცავების ჩართულობით უსაფუძვლოდ შენობა დამატოვებინა”- აცხადებს თენგო სურმანიძე
შეგახსენებთ, 79-ე საოლქო საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად კი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.











