ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, ლელა გოგოლაძე აცხადებს, რომ სამართლიან გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
„ჩვენ, როგორც ადვოკატები, იურისტები მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც უშუალოდ მტკიცებულებებზე იქნება დაყრდნობილი და არა სხვა გარემოებებზე”, – განაცხადა ლელა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.











