fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა

14:06 აგვისტო 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას  კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეკომენდაციის პროექტი, რომელიც საჯარო მოხელეებს შეახსენებს მათთვის წინასაარჩევნო პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს. აღსანიშნავია, რომ ეს რეკომენდაციები კომისიამ გამოსცა 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციაში. შესაბამისად, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია,  კიდევ ერთხელ შეახსენოს საჯარო მოხელეებს უკვე გამოცემული განმარტებები.

რეკომენდაცია მიმართავს საქართველოს ცენტრალური და ხელისუფლების საჯარო მოხელეებს და მოუწოდებს მათ, გაითვალისწინონ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მოქმედებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ერთიანი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა  სახის ტექნიკის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვას. აგრეთვე, შეახსენებს მათ, რომ სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს და იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეკრძალებათ საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება.

დოკუმენტი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებს და მოუწოდებს მათ, კიდევ ერთხელ შეახსენონ  საჯარო მოსამსახურეებს, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.

კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს მედიით გავრცელებული,  „ევროპული საქართველოს“ გენერალურ დირექტორ გიორგი უგულავას განცხადება  საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის პარტიის აქტივისტების დაჯარიმების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა კანონის სრული დაცვით, კოდექსის 1502-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) საფუძველზე. ამდენად,  პარტიის აქტივისტების მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.

 

თეგები: იუსტიციის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

სექტემბერი 1, 2021
961
საზოგადოება

რატი ბრეგაძე – მადლობა მიდნა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, იმისათვის, რომ პირველად ამ ქვეყანაში გაჩნდა გრძელვადიანი ხედვა

აგვისტო 4, 2021
788
საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო “ნამახვანჰესის” პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მაისი 29, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია