„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.
„საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, – დაწერა მარინა კალიურანდმა.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











