„სამარცხვინო სამაჯური დამადეს, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი დატვირთვა, რომელზეც ჯიპიესი სისტემაზეც არ იყო მიბმული. რა მძივი და რა ეს სამაჯური“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩაში და ქალაქებში მის გადაადგილებას ვერ აკონტროლებდნენ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. ნიკა მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.











