საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ შობის ღამემდე სამების ტაძრის 130-მდე სასულიერო პირს და სტიქაროსანს PCR ტესტი ჩაუტარდა. ორ სტიქაროსანს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ვეფხია ოდიშარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„სამების მხრიდან ვინც მოგვმართა, აქედან 2 ადამიანი არის საეჭვო და ერთ-ერთს გადატანილი აქვს. მთავარია, რომ ისინი ღამე ეკლესიაში არ შესულან და მსახურებას არ დასწრებიან. როგორც ვიცი იზოლაციაში არიან. არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ,“ – აცხადებს ოდიშარია.











