სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.
“მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ“,- აცხადებენ ტელევიზიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.











