დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილი მხოლოდ 12 ათასია.
როგორც გამყრელიძე ამბობს, პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტმა სწორედ სამედიცინო სფერომ მიიღო.
„როცა იმუნიზაციის გეგმა მზადდებოდა, ჩვენ გვქონდა 65 ათასი ადამიანის პერსონალური სია, ვინც სამედიცინო სექტორშია დასაქმებული. ესენი არ არიან მხოლოდ ექიმები, ესენი არიან ექიმები, ექთნები, უმცროსი და დამხმარე სამედიცინო პერსონალი. იქიდან დღეს დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანია აცრილი. ამ 12 ათასში ყველაზე მეტი 50% კი ექიმი. ზოგადად ქვეყანაში 18 ათასი ექიმია, საიდანაც 30%-ია აცრილი, ანუ 6-იდან 7 ათასამადე. სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. თუ ჩვენთან, მოსახლოებაში, საერთო ინფიცირება 7%-ია, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება 33%-ია, ანუ 65 ათასი ადამიანიდან ინფიცირებულია 33%“, – განაცხადა გამყრელიძემ.
16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 126 171 ადამიანი.











