ვაქცინაციის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განხორციელდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენელი ნანა ოდიშარია აცხადებს “პრაიმტაიმთან“.
მისივე თქმით, რადგან გართულების შემთხვევაში რეგიონში რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს გააჩნია.
“ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით აცრილია 118 მედპერსონალი და მათ რაიმე გართულება მონიტორინგის შედეგად არ აღენიშნებათ”,-გვითხრა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩხოროწყუს, აბაშის, სენაკის, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტში მედპერსონალი აიცრა.
რაც შეეხება ხობსა და წალენჯიხას, აქ ათი პირი არ შეგროვდა და შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტებში 10-დოზიანი ფლაკონი არც გაუხსნიათ.
ავტორი: თეა შონია











