fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამეგრელოს-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

10:30 მაისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
972
ნახვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ დაგარგულია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„მოხდა ჩემი გათავისუფლება, ისე რომ მიზეზები არავის განუმარტავს. ხელში მაქვს მხოლოდ აბსურდული განკარგულება“, – ამბობს „პრაიმტაიმნიუსთან​” გრიგოლ დაგარგულია.

იგი ვარაუდობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას.

„მადლობა კოლეგებს (როგორც ყოფილებს ასევე მოქმედებს) რომლებმაც შემძინეს ყველაზე ღირებული ურთიერთობები, მადლობა ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც ყოველწამს ამტკიცებენ, რომ არიან საუკეთესოები, მადლობა ჩემს უშუალო თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, მადლობა იმ ადამიანებს ვინც მომცა საშუალება ვყოფილიყავი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

ვთვლი, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი, რომელმაც გამაცნო უამრავი საინტერესო ადამიანი. ვთვლი, რომ მაქსიმალისტი ვარ და მაქსიმუმს ვითხოვდი ჩემი კოლეგებისგან, თუმცა ყველაფერი ისე იდეალურად არ მოხდა როგორც ვგეგმავდი:

– იმიტომ რომ, ჩემი საქმე მიყვარს, მაგრამ „გამანთავისუფლეს“.

-იმიტომ რომ სისტემა თავის თანამშრომელზე ჩასაფრებულია და ვის ემეგობრება და რა დოზით „თურმე” კონტროლდება.

-იმიტომ რომ შერჩევითი სამართალია.

-იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით არ დავნიშნულვარ თანამდებობაზე, შესაბამისად არ ვითვალისწინებ “პოლიტიკანების”აზრს და ვიწყებ სამართლებრივ დავას სისტემის წინააღმდეგ სამსახურიდან უკანონო განთავისუფლების გამო.”,-ამბობს იგი.

დაგარგულიას მსგავსად ასევე გაათავისუფლეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო გაუშვეს.

11 მაისს, თანამდებობის „იძულებით დატოვების“ შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთეს ფოთის, მარტვილის და სენაკის მერების მოადგილეებმა. მედიასთან საუბარში მათ განმარტეს, რომ არიან ყოფილი პრემიერის, „გიორგი გახარიას თანამოაზრეები, თანაგუნდელები, შესაბამისად, ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი რატომაც დადგა მოთხოვნა თანადებობის დატოვების“

ფაქტს გამოეხმაურა გახარიას გუნდის წევრი, ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია.

მან განაცხადა,რომ „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის.

ავტორი: თეა შონია 

თეგები: თანამდებობა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

თელავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

აგვისტო 19, 2021
780
პოლიტიკა

თელავის მერმა თანამდებობა დატოვა

მაისი 25, 2021
812
პოლიტიკა

ფოთის და მარტვილის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

მაისი 11, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია