დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სამგორის რაიონის გამგეობასთან, რომელსაც აფრიკის დასახლებაში მცხოვრები პირები მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სიმბოლურ ფასად გადაეცეთ ის ფართები სადაც გუშინ თბილისის მერიის მუნიციპალურნა სამსახურმა უკანო მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა.
ასევე მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გუშინ დაკავებული 22 წლის ვანო ფიცხვერაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე შეხვდა, რომელმაც განუცხადათ, რომ ყველა მაცხოვრებლებმა ინდივიდუალურად უნდა შეიტანოს განცხადებები, რომელზეც გამგეობა იმსჯელებს.
„შეთავაზება არის ერთი, ვინც არის სოციალურად შეჭირვებული და უნდა გამგეობისგან დახმარება, უნდა მოვიდნენ ინდივიდუალურად, დაწერონ განცხადება იქიდან გამომდინარე რასაც ითხოვენ, განიხილავს გამგეობა და კანონმდებლობის ფარგლებში დავეხმარებით. ეს ავუხსენი მოსახლეობას, რომლებიც გამგეობასთან მოვიდნენ“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ აფრიკის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე დრამატულად განვითარდა მოვლენები. თბილისის მუნიციპალური სამსახურმა უკანონოდ აშენებული საცხოვრებლების დემონტაჟი მოახდინა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.











