American Airlines, United Airlines და Delta Air Lines-მა უკვე გააუქმეს ფრენები თელ-ავივის მიმართულებით.
ამასთან დაკავშირებით „ბრიტანული ავიახაზებმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„ჩვენი კოლეგებისა და მგზავრების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. ვაგრძელებთ მიმდინარე მოვლენებზე მჭიდრო დაკვირვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-ს, კომპანიას ჯერჯერობით თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გაუქმებული არ აქვს – „ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას“ – ამბობენ easyJet-ში.











