თვითაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, სამხედრო მოქმედებებს 673 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეს ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა 1990-იანი წლების შემდეგ. მაშინ კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთბა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.











