თვითაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღიდან სამხედრო მოქმედებებს 729 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეს ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა 1990-იანი წლების შემდეგ. მაშინ კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.











