fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები – ღარიბაშვილი

15:43 ივნისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

“სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„გრძელდება რეფორმები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატოსთან თავსებადობის გაზრდის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი. აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ისტორიული მნიშვნელობის პროგრამას -GDRP-ს.

გამოიცა თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვის და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება.
შევიძინეთ და ახლო მომავალში დამატებით შევისყიდით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს „ჯაველინებს“.

უმოკლეს ვადებში ქართული სამხედრო ავიაციის პრაქტიკულად ნულიდან აღდგენა შევძელით. წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება, ნატოს სტანდარტების M4-ის ტიპის შაშხანებით და თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით ჯარის აღჭურვა.
დავიწყეთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება. პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

შეიარაღების ეფექტურად წარმოებისთვის აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საწარმო დელტას, რომ ერთობლივი საწარმოების ფარგლებში მივიღოთ სტრატეგიით გათვალისწინებული პროდუქცია.
ცენტრ „დელტას“ ბაზაზე აქტიურად იქმნება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაც. უკვე ფუნქციონირებს დელტა-ტექსტილი. ამჟამად ვმუშაობთ საბჭოთა მოძველებული ტექნიკის სრულად ჩანაცვლებაზე, განახლებაზე. 500 ერთეული თანამედროვე ბრენდების სპეცტექნიკა უკვე შეძენილია და თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში სრულად გაუთანაბრდება ნატოს სტანდარტებს.

სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია