fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამხედროებმა ზურაბ იარაჯულის ხსოვნას პატივი მიაგეს

18:21 მარტი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 50 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და სამხედრო მოსამსახურეები თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ზურაბ იარაჯულისა და ქართველი მებრძოლის, მერაბ მინდიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ დოღს დაესწრნენ. მათ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულ მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის სახელით საპრიზო საჩუქრები გადასცეს. ქართველ მებრძოლებს ადგილობრივების მიერ გამართული „ხრიდოლის“ საჩვენებელი წარმოდგენაც მიეძღვნა.

„მოგვიანებით, სამხედროებმა გადაინაცვლეს ზურაბ იარაჯულის საფლავზე, სადაც სასულიერო პირებმა გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილობრივებმა ეროვნული გმირი მთის ტრადიციების მიხედვით დაიტირეს და „დალაობა“ გამართეს. ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.

სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია