სამხრეთ აფრიკა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვებმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებას ხელი შეუწყო.
სწორედ ამიტომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. თუმცა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის განცხადებით, სოციალური დისტანციის დაცვა და სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელია, რათა ვირუსის მესამე ტალღა თავიდან იქნას აცილებული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის 1,513,393 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 49,993 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,430,259-ს შეადგენს.










