სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის – სირილ რამაფოსას განცხადებით, სახელმწიფოში მიმდინარე კორონავირუსის შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება. ინფორმაციას CNN News ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, Covid – 19-ით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლისა და ახალი ვარიანტის დიდი სისწრაფით გავრცელების გამო, სახელმწიფოს საზღვრები 15 თებერვლამდე ჩაიკეტება. გამონაკლისი ისეთ შემთხვევებში დაიშვება, თუ ვინმეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება.
პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ახლა, იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე.
Worldometer-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხრეთ აფრიკაში, კორონავირუსისგან განკურნებულია 973 265 ადამიანი. ინფიცირების სრული მაჩვენებელი 1 246 643 ადამიანს უტოლდება. ვირუსით გარდაცვლილია – 33 579 პაციენტი.
ავტორი: ამუკა ქორიძე











