კორონავირუსის პანდემიის, გვალვების, წყალდიდობების შედეგად სამხრეთ აფრიკის 13 ქვეყანაში 45 მილიონამდე ადამიანს საკმარისი საკვები არ აქვს. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოების (SADC) ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მონაცემებთან შედარებით წელს მაჩვენებელი თითქმის 10%-ით გაიზარდა.
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა შოკმა, სიღარიბემ ახალი კორონავირუსის პანდემიის დამანგრეველი გავლენა თემებზე უფრო გაამძაფრა“,- ნათქვამია ანგარიშში.
2020 წელს ამ რეგიონში 8.4 მილიონი ბავშვი განიცდის საკვების ნაკლებობას, მათგან 2.3 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს კი, ამის გამო, შესაძლოა, საფრთხეც შეექმნას.











