სამხრეთ კორეაში ცხოველის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კატას კორონავირუსი 21 იანვარს დაუდასტურდა.
ცხოველს ვირუსი პატრონისგან გადაედო.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის ცხოველისგან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.











