სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს.
„გასულ კვირას, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად დაახლოებით 500-მდე იყო. ეს ვირუსის შემთხვევების ზრდის ტენდეციაზე მიანიშნებს“,- განაცხადა სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 105,752 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 1,748 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











