მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს.
როგორც ის ამბობს, აღდგომას დის და მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავეს, რადგან პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მომხდარზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.









