fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესი დასკვნით ეტაპზეა – თეა ახვლედიანი 

13:26 მარტი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის“ ოფისის ხელმძღვანელი ადამ შმიდტი. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები. ასევე, მონაწილეებს დეტალურად გააცნო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2026წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი შესაბამისს დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური ჩართულობით ხელმძღვანელობს 2021-2026წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირას ჩვენ აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოო პროექტი შევაჯერეთ სამთავრობო დონეზე უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, დღეს კი, ჩვენ სტრატეგიის საბოლოო შეჯერებული ვერსია წარვუდგინეთ სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ჩართულობა, რომელსაც ვუზრუნველყოფთ აქტიური კონსულტაციებისა და შეხვედრების გზით. ასევე ვგეგმავთ სტრატეგიის პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტში, ასევე ვეწვევით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს და რაც მთავარია სტრატეგიის პროექტი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რომელზეც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება თავისი მოსაზრების დაფიქსირება. ამ ღია და ინკლუზიური საჯარო განხილვების პროცესის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში, ბუნებრივია, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი, მისი დასრულებული ვერსია, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით გაიმართა.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია