მიმდინარეობს მუშაობა, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი დამტკიცებული ვაქცინა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოიტანონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოვიტანოთ უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.
20%-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ წლის პირველ ნახევარში, სადღაც შემოდგომამდე და შემდეგ კიდევ გავზარდოთ. რომ მივიღოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, გვჭირდება აცრილი იყოს მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











