სამტრედიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებული ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: კესო მოლაშხია











