სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამტერედიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ავტორი: კესო მოლაშხია











